saqarTvelos mRvimeebi - marnis mRvime

 

კარსტული მღვიმე გურლიფშის მუნიციპალიტეტში. მდინარე პატარა მაჭარის აუზში, ზღვის დონიდან 370 მ. გამომუშავებულია პალეოცენურ კირქვებში. მღვიმეს საწყისი მონაკვეთიდანვე გვირაბის ფორმა აქვს. სიმაღლე - 4 მ. სიგანე - 8 მ. მღვიმის კედლები გლუვია, გვხვდება ტერასების ფრაგმენტები. მღვიმის სიგრძეა 50 მ. გვხვდება ნგრევის ადგილბრივი მასალა, აგრეთვე თიხის ნაფენები. ჰავა დინამიურია. მშრალი, ადგილი აქვს კონდენსაციური ტენის გამოყოფას. ადვილი შესაღწევია.